20–მდე სტუდენტი ტრანსპარანტებითა და საქართველოს დროშებით მივიდნენ განათლების სამინისტროსთან. ისინი აცხადებენ, რომ განათლების მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნეს, თუმცა მასზე პასუხი არ მიუღიათ:
“ჩვენ ვაპროტესტებთ საერთოდ კანონპროექტს და იმ ფაქტს, რომ უჩვენოდ იღებენ. ვითხოვთ, რომ შეგვხვდნენ და კონსულტაციები გავმართოთ. პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონი უჩენოდ, რადგან ეს ცვლილებები გვეხება ჩვენ პირადად. არც პრემიერისგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან და არც განათლების მინისტრისაგან პასუხი არ მიგვიღია არც წერილობით და არც არანაირად. პასუხის მიღების მიზნით, ასეთ ზომებს მივმართავთ. დღეს სამინისტროსთან აქციას ვმართავთ. წერილი სამინისტროში გაგზავნილია ერთი თვის წინ. თუ საჭირო გახდა, ასლებს მოგაწვდით”– აცხადებს სტუდენტი გიორგი მგელძე.
განათლების სამნისტროდან სტუდენტებთან შესახვედრად ოფიციალურად არავინ არ გამოსულა. სტუდენტებს გაესაუბრა განათლების სამინისტროს რიგითი თანამშრომელი, რომელიც აქციის მიზეზსა და მათ მოთხოვნებს არკვევდა.
“განათლების სამინისტროსთან ვართ და ვიკრიბებით. მალე ჩვენს ხმას გაგაგონებთ. ეს არ არის რაოდენობრივი აქცია, ეს არის სიმბოლური აქცია” – განუცხადეს სტუდენტება განათლების სამინისტროს თანამშრომელს.
საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან ამ წუთებშიც გრძელდება. სტუდენტები, რომლებიც განათლების სამინისტროს შენობის შესასვლელთან დაწვნენ სასტვენების ხმაზე სკანდირებენ: “თავისუფლება სტუდენტებს”, “ავტონომია უნივერსიტეტბს”, “ნუ გადაგვაბიჯებთ, არ მიიღოთ კანონი ჩვენზე უჩვენოდ”