პროკურატურის ინფორმაციით, მისი მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის:
პროკურატურის ცნობით, დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ- შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან კუ“-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე -ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალი გუშინ პროკურატურამ ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს წაუყენა.