
“ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჩემთვისაც სიახლე იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტება გააკეთა და კითხვები არ უნდა გაჩნდეს.”
კალაძის თქმით, ის ვალდებულებები, რაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული საზოგადოების წინაშე, აუცილებლად შესრულდება.
“ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აიღო. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ის ტოვებს ქვეყანას, ან მიდის საქართველოდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენს გუნდის ჰქონდა აღებული, ამის შესრულება დაწყებულია და ყველაფერი აუცილებლად გაკეთდება”.
კალაძე ასევე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პასუხისგებას:
“დაველოდოთ გამოძიებას. რა თქმა, უნდა ბევრი კითხვა არსებობს, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბატონ სააკაშვილთან მიმართებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს უახლოეს მომავალში, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიებას და იმის მერე, თუ რა გამოჩნდება, საინტერესო იქნება შეფასებები”.





