ახალი ამბები

წულუკიანი: პროკურატურამ მიიღო ავტონომიურობის ძალიან მაღალი ხარისხი

25 ივნისი, 2013 •
წულუკიანი: პროკურატურამ მიიღო ავტონომიურობის ძალიან მაღალი ხარისხი

“იუსტიციის მინისტრი დღეს დილიდან აღარ არის პროკურორი. დღეს დილიდან მთელი საპროკურორო  

თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

უფლებამოსილებები გადასულია საქართველოს მთავარ პროკურორზე, არჩილ კბილაშვილზე, რომელიც მთლიანად იქნება პასუხისმგებელი საკადრო პოლიტიკაზე, იმ დანიშვნებზე, რომელიც მან 15 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, მათ შორის არიან მისი მოადგილეები და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.

 

მთავარი პროკუროი დღეს დილიდან აგებს პასუხს სისხლის სამართლის საქმეების ინდივიდუალურ დევნებზე, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. ახალი კანონით, იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ჩაერიოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში. ახალი კანონის საფუძველზე ჩვენ გვეძლევა ორთვიანი ვადა, რომ მივიღოთ კანონქვემდებარე აქტები. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია გაიყოფა ორად, პროკურატურაში შეიქმნება გენინსპექცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად განახორციელებს პროკურორების საქმიანობის კონკტროლს”, – განაცხადა თეა წულუკანმა.

 

თეა წულუკიანისვე განცხადებით, იუსტიციის მინისტრის აქამდე არსებული უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის, ელჩის, პარლამენტის წევრის, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის დევნასთან დაკავშირებით გადადის მთავრ პროკურორზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი