როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ის ფიქრობს, რომ იმ სქემაში და სისტემაში, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტიც იყო ჩართული. 

 

“ბრალეულობას მე ვერ დავადგენ, ამის დამდგენი ინსტიტუტები საქართველოში არსებობს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდნეტი სხვადასხვა ფორმით, და ამას გამოძიება დაადგენს, სამწუხაროდ, ჩართული იყო იმ სქემაში, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოყალიბდა, და რომლის პროდუქტი არის არაერთი უმსგავსობა, რაც ვიცით. ალბათ იქნება სხვა რაღაცებიც, რასაც გავიგებთ. პრეზიდნეტის მონაწილეობა ამ პროცესში, არ ვიცი, იყო პირპდაპირი თუ ირიბი, მაგრამ ნამდვილად იყო,”- განაცხადა ახვლედიანმა.


რაც შეეხება იმას, უნდა დადგეს თუ არა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ის ამბობს:


“ვერაფერს გამოვრციხავ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი, როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქე და პოლიტიკოსი, ამ ქვეყანაში კანონის წინაშე პასუხს აგებს. თუ დანაშაული დადგინდება, ამაზე იქნება რეაგირება.”   

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *