საქმე ჯანდაცვის მინისტრის ორ ბრძანებას – 2000 წლის 5 დეკემბრის “სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ” და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებებს შეეხება.
სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობამ” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის ის ბრძანება დაახლოებით 1 წლის წინ გაასაჩივრა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2012 წლის 10 ივლისს შევიდა და მას ხელს ხუთი ადამიანი აწერს, მოპასუხე მხარე კი საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტების განმარტებით, გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია.