ახალი ამბები

დაკავებულია თბილისში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული

25 ივნისი, 2013 •
დაკავებულია თბილისში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა გვიან ღამით თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით ჭ. კი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამოდენიმე საათში დააკავეს.

 

სამართალდამცავებმა „ტე-ტე“-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და მასში მოთავსებული საბრძოლო ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი