ახალი ამბები

NGO-ები საზმაუსთან დაკავშირებული საკითხების პარლამენტში განხილვას ითხოვენ

2 ნოემბერი, 2017 • 2061
NGO-ები საზმაუსთან დაკავშირებული საკითხების პარლამენტში განხილვას ითხოვენ

ნეპოტისტური საკადრო პოლიტიკის, ხელისუფლებისადმი მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის, სადავო საკანონმდებლო ინიციატივის, გადაცემის კონკურსებისა და ტენდერების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებული საკითხების პარლამენტში განხილვას მოითხხოვენ.

“საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების გავლენის გაძლიერება, იწვევს შეშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობას და პოლიტიზების რისკებს აჩენს, რაც ეწინააღმდეგება  საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის იდეას და საფრთხეს უქმნის მედიაგარემოს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი