არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან გამართულ შეხვედრაზე სემეკმა  ანგარიში წარმოადგინა:

 

„დღევანდელი შეხვედრაზე წარმოვადგინე კომისიის ანგარიში ბოლო წელს განხორციელებულ აქტივობებზე. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა კომისიამ. შემცირდა ელექტრო ენერგიის ტარიფი გასულ წელს, 1500 ზე მეტი განცხადება განიხილა კომისიას, რომელთა უმრავლესობაზე მოსახლეობის სასარგებლოდ  მივიღეთ გადწყვეტილება და 879 ათასი ლარ იქნა ჩამოწერილი.  გავეცი პასუხი ყველა შეკითხვას და შეკრებილ საზოგადოებას გავაცანი მიმდინარე პროექტები,“-განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა.

დღევანდელი შეხვედრა  „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოში აშშ-ს სალჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე ამბობს, შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის , ენერგო პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეულები, თუმცა მხოლოდ წყალმომარაგების კომპანია გამოცხადდა:

“ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟღერდება მოსახლეობაში არსებლემური საკითხები. საწყენია ის, რომ მოწვევის მიუხედავად დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრნენ ენერგო კომპანიისა და სოკარის წარმომადგენლები.  მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მოვიდა. ვფიქრობ ამით კომპანიებმა თავი აარიდეს არსებულ კონკრეტულ კითხვებს” .

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *