ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო გადადგა

2 ნოემბერი, 2017 • 1932
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა მისთვის წაყენებული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადებაში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის  მისწერა, ფალონი წერს, რომ ბოლო პერიოდში პარლამენტის წევრები “ძველი ურთიერთობების გამო” ბრალდებებს უყენებენ.

“ამ ბრალდებებიდან უმეტესობა ტყუილია, თუმცა შეიარაღებულ ძალებში ჩვენ  მაღალ სტანდარტებს ვითხოვთ, ამის გათვალისწინებით მე ვტოვებ მინისტრის თანამდებობას,”-წერს მაიკლ ფალონი ოფიციალურ განცხადებაში.

კვირის დასაწყისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბოდიში მოიხადა 2002 წელს მომხდარი ფაქტის გამო. მისი თქმით, რადიოს ჟურნალისტს ფეხზე შეეხო. Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მაიკლ ფალონის შემცვლელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ის, რაც 10-15 წლის წინ მისაღები იყო, დღეს მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი