“პატივი უნდა ვცეთ მის ხედვას, ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, ის ინაცვლებს ბევრად უფრო რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში, ვიდრე არის სახელმწიფო მმართველობა. ბიძინა ივანიშვილი ინაცვლებს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც არის ფუნდამენტი და საფუძველი ქართული დემოკრატიის. მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის დემოკრატიის ფუნდამენტი. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. როდის მოხდება ეს, ვფიქრობ, ამ ნაწილშიც უნდა ვენდოთ ადამიანს, რომელმაც შეძლო ამდენი და რაც დაგეგმა, ყველაფერი განახორციელა,”- განაცხადა მარგველაშვილმა დღეს, 24 ივნისს, სასტუმრო რედისონში, სადაც ამჟამად MCA-საქართველოს მე-2 კომპაქტის პრეზენტაცია იმართება.
მარგველაშვილმა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას უკავშირდება. მისი განმარტებით, იმპიჩმენტი გაუმართლებელია.
“არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან საქართველოში ხელისუფლების ცვლა დემოკრატიულ საზღვრებში უნდა მოხდეს. არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები სააკაშვილის პერიოდთან დაკავშირებით და არ უნდა გამოებას კუდები. უნდა მოვითმინოთ ოქტომბრამდე. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი პირადად ჩემს ყველა ინიციატივას უპირისპირდება,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

