საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ. ასევე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან.