ახალი ამბები

აზერბაიჯანის პირველი ლედი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

23 ივნისი, 2013 •
აზერბაიჯანის პირველი ლედი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

აღნიშნულის შესახებ ინფორაციას “Кавказский узел“–ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, მმართველი პარტიის “ენი აზერბაიჯანის” კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პარტიამ მეხუთე ყრილობაზე მიიღო. ამავე ყრილობაზე მეჰრიბან ალიევა პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ წარადგინეს. 

 

მეჰრიბან ალიევას პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

ილჰამ ალიევი პრეზიდენტად 2003 წელს აირჩიეს, 2008 წელს კი იგი უკვე მეორე ვადით აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები 16 ოქტომბერსაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი