ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანები ალპინისტები იყვნენ. დაღუპულია ხუთი უკრაინელი, სამი ჩინელი, ერთი რუსი ალპინისტი და მათი გიდი.
“უცნობი პირები შეიჭრნენ სასტუმროში, სადაც ტურისტები იყვნენ და ცეცხლი გახსნეს”– განუცხადა “როიტერს” ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
ალპინისტ ბაისო გუჯაბიძის განცხადებით, ექსპედიციაში ორი ქართვლი ალპინისტიც მონაწილეობდა, ერთ–ერთია ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე. როგორც ბაისო გუჯაბიძემ ტელეკომპანია “იმედთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, 8 საათზე მიიღო შეტყობინება ბიძინა გუჯაბიძისგან:
“ეწერა, რომ საბაზო ბანაკში მოხდა საშინელი ტრაგედია და რომ არაფერი იცოდა თვითონაც. ახლა კი მოგვწერა, რომ ოფიციალურად შეწყდა ყველა ექსპედიცია და ყველანი თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან”.
შეიარაღებულმა დაჯგუფების ცნობით, რომელიც ჯანდულაჰის სახელითაა ცნობილი, მომხდარზე ისინი არიან პასუხისმგებლნი.
“ეს უცხოელი ადამიანები არიან ჩვენი მტრები და ჩვენ ამაყად ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ მოკვლაზე და ასეთ თავდასხმებს მომავალშიც გავაგრძელებთ”– აღნიშნეს მათ “როიტერთან” სატელეფონო საუბარში.
მთავრობის წარმომდგენლების განცხადებით რეგიონში დამატებითი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გაგზავნეს.
გილგით–ბალტისთანი, სადაც თავდასხმა მოხდა, პაკისტანის ერთ–ერთ უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. აქამდე, აღნიშნულ რეგიონში ტურისტებზე თავდასხმა არ განხორციელებლა.