ახალი ამბები

ივანიშვილი: ევროპის სახალხო პარტია ხალხზე სულელურ გავლენას ახდენს

23 ივნისი, 2013 • • 1113
ივანიშვილი: ევროპის სახალხო პარტია ხალხზე  სულელურ გავლენას ახდენს

ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობს ივანიშვილი ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მიერ “Wall Street Journal”-ის ფურცლებზე მისი ვლადიმერ პუტინის თანამზრახველად დასახელების შესახებ, ივანიშვილმა უპასუხა. 

 

“ვფიქრობ რომ ევროპის სახალხო პარტია ხალხზე განსაკუთრებულად სულელურ გავლენას ახდენს. ის ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ასე არ არის? დღემდე, პარტიის ნაწილი და არა მთელი პარტია, პატივს სცემს კორპორატიულ და არა დემოკრატიულ ინტერსებს. იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება მომავალაში. ადეკვატური ინფორმაცია მიაღწევს მათთან. თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამიხსნა, რომ აღნიშნული პოზიცია არ არის მთავრობის პოზიცია”–განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ევროპის სახალხო პარტია ამჟამად ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში. მას ჰყავს დიდი წარმომადგენლობა ევროპულ საბჭოში, სადაც 13 წარმომადგენელი 27–დან აღნიშნული პარტიის წევრია, ხოლო ევროკომისიაში “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი 13 კომისარია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი