ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი: მავთულხლართების დამონტაჟების გამო არ მინდა ისტერიკაში ჩავვარდეთ

22 ივნისი, 2013 •
პრემიერ–მინისტრი: მავთულხლართების დამონტაჟების გამო არ მინდა ისტერიკაში ჩავვარდეთ

აღნიშნული განცხადება პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის იუბილის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

 

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა. ის დაპატიმრებები, ეზოდან გაყავთ ახლოს მცხოვრები ზოგიერთი მოქალაქე. 2-3 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკავება და შემდეგ გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ჩვენ მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და  გავაგრძელებთ კვლევას, რატომ ხდება ეს და საიდან მოდის.  მაგრამ არ მინდა, რომ ისტერიკებში ჩავვარდეთ ამის გამო და ამაზე მაღლა ავწიოთ ეს თემა და გავაკეთოთ უფრო მკაცრი განცხადებები.

 

ბოლომდე უნდა გაირკვეს, საიდან და ვის უნდა ეს. არავითარ ინტერესში არ ჯდება ეს, თვითონ რუსეთის. იმის შემდეგ, რაც ჩვენ  გარკვეული ნაბიჯები გავაკეთეთ სავაჭრო ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით და ქართული პროდუქცია შევიდა რუსულ ბაზარზე.  იგრძნობა ბევრი პოზიტიური ნაბიჯი. შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ– მუდმივი რეისები შეიძლება დაინიშნოს. ვიზის გაიოლებაზე და გაუქმებაზეა საუბარი. ამ დროს პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი  პროცესები, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ბევრ კითხვას ბადებს და ამაზე მკაცრად ვერ განვიხილავთ. ყველა უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ პასუხებს.” – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ დვანში საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართები დამონტაჟება საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი