“ვაპირებ მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, მხოლოდ რამდენიმე დღე გავრჩერდები პოლიტიკაში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ისინი სუფთა ადამიანები, დემოკრატები იქნებიან. აუცილებეილია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მედია. ახალი სისხლია საჭირო”– განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იკავებს. კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამჟამად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია.