“მარიამ ჯანაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 52კგ წონით კატეგორიაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში მან ჰოლანდიელ მეტოქეს სძლია”–ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ჩემპიონატში აღნიშნული მედალი ქართველი გოგონების მეორე მედალია ამ ჩემპიონატში. გუშინ, 21 ივნისს ბრინჯაოს მედალი ასევე პირველად საქართველოში, ქალთა ძიუდოს ისტორიაში, მზია ბებოშვილმა მოიპოვა.
დღესვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – კობა მჭედლიშვილმა (60კგ) და თამაზ კირაკოზაშვილმა (73კგ).