ივანიშვილმა სდსს იუბილე მიულოცა და ფიცის დადბის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა:
“თქვენ სახელმწიფოს ძალიან სავალდებულო და საჭირო სამსახურში დგეხართ და ღირსეულად ასრულებთ პროფესიულ მოვალეობას. თქვენ იცავთ სახელმწიფოს უმაღლესი პირების უსაფრთხოებას და თქვენ ახერხებთ სტრატეგიული ობიექტების დაცვას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს საჭიროებს და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც ახლა ფიცი დადეს. ვუსურვებდი, რომ თავიანთი წვლილი შეეტანოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.