ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩანაწერების განადგურება დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს

22 ივნისი, 2013 • • 929
მარგველაშვილი: ჩანაწერების  განადგურება დანაშაულში თანამონაწილეობას  ნიშნავს

“არ შეიძლება ჩანაწერების ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ განადგურება, ფაქტობრივად, დამალვას ნიშნავს. მე არ მგონია, რომ სახელმწიფო ორგანიზებულად დანაშაულის დამალვაში უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ ამ ჩანაწერების დაცულობა უნდა უზრუნველვყოთ. არაფრის დიდებით არ უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ამ  ჩანაწერების. ჩემი აზრით, განადგურება ნიშნავს თანამონაწილეობას იმ დანაშაულში, რომელიც მოხდა”– განაცხადა მარგველაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები. 

 

შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.

 

გუშინ, 21 ივნისს კი, გადაცემა “პოზიციაში” შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  სამინისტრომ გუშინ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი