ახალი ამბები

წერეთლის სახლ–მუზეუმისთვის ხელჯოხის გადაცემას მარგველაშვილთან ერთად ლევან ვასაძეც დაესწრო

22 ივნისი, 2013 •
წერეთლის სახლ–მუზეუმისთვის ხელჯოხის გადაცემას მარგველაშვილთან ერთად ლევან ვასაძეც დაესწრო

აღნიშნულის შესახებ ნფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს:

“ხელჯოხი რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობისას პოეტმა არტემ შიშინაშვილის ოჯახს უსახსოვრა. ნივთი 100 წლის განმავლობაში შიშინაშვილების ოჯახში ინახებოდა. წელს კი მამუკა შიშინაშვილმა ოჯახური რელიკვია პატივისცემის ნიშნად ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ძვირფასი სახსოვარი, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონატი და ქართველი ხალხის საკუთრება, აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმში დაიდებს ბინას”– ნათვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სხვიტორში ღონისძიებას პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და სხვა  სტუმრები დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი მარგველაშვილთან ერთად საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას  ბიზნესმენი ლევან ვასაძეც იღებს.  გუშინ, 21 ივნისს, გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და ბიზნესმენი ლევან ვასაძე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვივნენ.


გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე
გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე

გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე
გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე

გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე
გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი