ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი შეხვედრის შედეგი

22 ივნისი, 2013 • • 1628
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი შეხვედრის შედეგი

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით დღეს, 22 ივნისს, დღის 12 საათზე პირველად შეიკრიბა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.  სამი მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბჭოს წევრებმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, განსაკუთრებით კი აზრთა სხვადასხვაობა საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით წარმოიშვა. 

 

სააბჭოს მოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემის ლანძღვა ისევ მართლმსაჯულებას აზიანებს. ხოლო პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ ის დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს, შელახული ავტორიტეტის შედეგია: 


“ჩვენი მიზანი სასამართლოს სრული დამოუკიდებლობაა და ამას ვერასდროს მივაღწევთ, თუ სასამართლოს მიმართ ცუდი განწყობილება მუდმივად იქნება. თუნდაც სასამართლო იყოს იდეალურად დამოუკიდებელი, ასეთად სასამართლო ვერასდროს ვერ აღიქმება, რადგან უაპელაციო განწყობილება ყოველთვის საზიანო შედეგს მოიტანს არა მხოლოდ  სასამართლოსთვის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის. საბჭოს წევრების მთავარი მიზანი უნდა იყოს, ხალხს მიაწოდოს  ინფორმაცია, რომ სასამართლოს ლანძღვა–გინება ყველზე ცუდი, დამღუპველი და ხელისშემშლელია”. – განაცხადა უზენაესი სასამართლო მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, სასამართლოს ლანღძვა არ შეიძლება, თუმცა: 


” ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დრო და სივრცე, რომელშიც ვიმყოფებით. სასამართლოს ავტორიტეტი შებღალულია. ხალხს სასამართლოსადმი ნდობა არ აქვს და ეს სერიოზული პრობლემაა. ასეთ დროს ზოგჯერ მნიშვნელობა აღარც აქვს, კრიტიკა სამართლიანია თუ უსამართლოა. როდესაც მთლიანად არ არსებობს სასამართლოსადმი ნდობა, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ხანდახან აღიქმება უკანონოდ და გაუმართლებლად”


მისივე თქმით, საბჭოს წევრებმა არ უნდა დაიკავონ პოზიცია, რომ  კრიტიკა არ შეიძლება და მათი თითოეული გადაწყვეტილება არა მხოლოდ დამოუკიდებელი უნდა იყოს, ასევე საზოგადოებაში ნდობას უნდა აღვივებდეს. 


საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ სასამართლო სისტემის შეფასებისას პრესაში მოყვანილი მაგალითები დაასახელა. მისი განცხადებით, საბჭო უნდა იყოს დამოუკიდებელი და შემდეგ მოთხოვოს მოსამართლეებს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას ადეკვატური აღმა.

 

სოფრომაძის გაცხადებულ პოზიციებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომერემ კოტე კუბლაშვილმა უპასუხა. მისთ თქმით, იგი წინააღმდეგია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსამართლეს რამე მოთხოვოს:

 

“მოსმართლეებს ვერავინ ვერაფერს ვერ მოთხოვს. ასევე ბევრი აზრი გამოითქვა, რომელსაც მე ვერ დავეთანხმები. ვერ დავეთანხმები, რომ  ის, რაც გაზეთებში წერია, თითქოს ყველაფერი სიმართლეა და რადგან გაზეთები ასე წერენ, სასამართლოც ასეთი ყოფილა. მე მგონი, ყველაზე გულუბრყვილო ადამიანიც არ დაიჯერებს ამას. ამიტომ გთხოვთ, რეალობას შევხედოთ და არა იმას, რა წერია გაზეთ “ალიაში”, რომ ბატონი პაატა სილაგაძე არის “სამართლის მკვლელი #7” და მაია ბაქრაძე “სამართლის მკვლელი #19” და ა.შ. ასეთ რაღაცას როცა წერს პრესა, ამას არ უნდა დავუჯეროთ.  აბსოლუტურად იდეალური შეიძლება იყოს სასამართლო, მაგრამ ასეთი ტექსტები მაინც შეიძლება ეწეროს”– განაცხადა კუბლაშვილმა. 

 

მისივე თქმით, როგორი მეცნიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ იგი  მოსამართლეებს ლანძღავს და მათ უბირს და მონობას შეჩვეულებს უწოდებს, საინტერესო აღარ არის, როგორი მეცნიერია იგი. კუბლაშილის განცხადებით, ის  უტიფარ ადამიანად მიაჩნია, რომელიც უტიფრად ლანძღავს მოსამართლეებს. 

 

საბჭოს სხდომაზე ვრცელი დისკუსია არ გამართულა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის და უკვე არსებული მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის შესახებ, თუმცა ამ საკითხს საბჭოს წევრები შეეხნენ. კონსტიტუციით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ამოქმედდება, ყველა მოსამართლე უვადოდ დაინიშნება, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა.  კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ მიზანია, მოქმედი მოსამართლეებიც უვადოდ გადაინიშნონ ყოველგვარი ფილტრისა და შეფასების გარეშე. მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ  უვადოდ დანიშვნა პრინციპული საკითხია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

 

უკვე არსებუბლი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნას არ ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე:

 

“თავისთავად ვეთანხმები, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ეს  ძალაინ მნიშვნელოვანი გარანტიაა სასამართლო დამოუკიდებლობის, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ეტაპზე არ დავეთანხმებოდი ამ ცვლილებას სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს სასამართლო კორპუსის მიმართ ნდობა. სასამართლოში უამრავი სერიოზული პრობლემაა და თუ ასეთ მოსამართლეებს გავამწესებთ სამუდამოდ, ეს იქნება რისკი იმისა, რომ იმ მოსამართლეებმა, ვინც ვერ გამოიჩინა თავი, როგორც სამართლის მსახურმა, ჩვენ მას მივცემთ საქმიანობის გაგრძელების საშუალება სამუდმოდ და უკანონობა, რომელიც არსებობდა, გაგრძელდეს”– განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მისამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ასევე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი მოსამართლე წევრი ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, იოანა თოდუა და პაატა სილაგაძე აირჩია.

 

პარლამენტის განსაზღვრული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქვოტას რაც შეეხება, მან მხოლოდ ოთხინ წევრი აირჩია. ხმათა უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულნი არიან ეკა გოცირიძე, ვახტანგ თოდრია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა ორი მესამედი დასჭირდება.     

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი