ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, სამეგრელოს სამალავების საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო

21 ივნისი, 2013 • 1078
ადვოკატის თქმით, სამეგრელოს სამალავების საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო

მისივე თქმით, ახალაიას და შამახიას დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი არ აღიარებენ ბრალს, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ხარჭამაძე ზემოდგომ ინსტანსციაში გაასაჩივრებს.


მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმისთვის საიდუმლო გრიფის დადება ბრალდების შინაარსიდან გამომდინარე მოხდა.


“სექსუალური სახის ძალადობაზე რახან იყო ლაპარაკი, ამის გამო ედება ხოლმე საქმეებს გრიფი საიდუმლო. ეს არის მთავარი მიზეზი და მოტივი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.


სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კობა თოდუას ადვოკატი ირაკლი ნარმანია. ადვოკატის თქმით, წაყენებულ ბრალს არც თოდუა აღიარებს.


უცნობია სხვა ბრალდებულების ადვოკატების პოზიცია, ისინი ჯერ ვერ საუბრობენ, გაასაჩივრებენ, თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.


აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებული ცხრავე პირის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რომელიც დაკმაყოფილდა.


პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ამ საქმეში უამრავი მტკიცებულება არის წარდგენილი:

 

“მიუხედავად ამისა, გამოძიება მაინც გრძელდება და ბრალდებულების თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას გამოძიებას და მტკიცებულებებს, ასევე, შესაძლოა, ბრალდებულები მიიმალონ.”

 

პროკურორის განცხადებით, ამიტომ დააყენა მან პატიმრობის შუამდგომლობა.

 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სამალავების საქმეზე დღეს 9 ბრალდებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა სასამართლომ. აღნიშნულ პირებს შორის არ ფიგურირებს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქირია და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბ.ბ. შსს-მ 19 ივნისს გამოაქვეყნდა განცხადება სამეგრელოს სამალავების საქმეზე ბრალდებული პირების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული პირების მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულ განცხადებაში აღნიშნულ დაკავებულ და ბრალდებულ პირთა სიაში არ იყო ირაკლი ახალაია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.


საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულია 9 პირი, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა სასამართლომ. მათივე ცნობით, ზოგიერთი სხვა პირი დაიკითხა მოწმის სტატუსით და მათ ბრალი არ წარდგენიათ. შსს-ში არ აკონკრეტებენ, თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები გატარდა ბ.ბ-ს და ლევან ქირიას მიმართ.


მასალების გადაბეჭდვის წესი