ახალი ამბები

პრეზიდენტმა ლევან ქარდავას 2011 წელს ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

21 ივნისი, 2013 • 1391
პრეზიდენტმა ლევან ქარდავას 2011 წელს ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

პრეზიდენტის განკარგულება
პრეზიდენტის განკარგულება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  20 ივნისს გაავრცელა განცხადება წამების ფაქტებების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.  მან კუდის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი წამების ფაქტების შესაძლო ორგანიზებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის განცხადებით, ქარდავა ამჟამად პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან” და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

 

თავის განცხადებაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პირებს პირადად არ იცნობს. 

 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად, 1 ლარად გადაცემულ ქონებას. დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება. აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს პრეზიდენტის განკარგულებასაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი