ახალი ამბები

პარლამენტარები და მოქალაქეები 17 მაისთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ

21 ივნისი, 2013 • 918
პარლამენტარები და მოქალაქეები 17 მაისთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ

შეხვედრის მონაწილეებმა 17 მაისის მოვლენებეთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიში განიხილეს.

 

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, თუმცა მომავალ კვირაში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება.

 

როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, შეხვედრა კონსტრუქციული და საინტერესო იყო. 

 

“ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენი პოზიციები შეჯერდა, პრინციპულ საკითხებზე – ძალადობის დაგმობასა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხში. რაზეც არ გვაქვს შეთანხმება, ეს არის, მაგალითად, დასკვნის პროექტში შსს-ს შეფასება, რომელიც, არასამთავრობოების თქმით, უფრო მწვავე უნდა იყოს. ასევე, რელიგიის თავისუფლების ნაწილზე. ალბათ, დაგვჭირდება დამატებითი შეხვედრები და ეს შეხვედრები მომავალ კვირას დაიგეგმა,”- განაცხადა ბესელიამ.   

 

შეხვედრით კმაყოფილია იურისტი თამარ გურჩიანი. 

 

“კმაყოფილი ვარ, რამდენადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მოგვეცა საშუალება, გამოგვეთქვა დაგვეფიქსირებინა, მოსაზრებები. კომიტეტის წევრები იყვნენ კონსტრუქციულები. ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროპაგანდა, ერთსქესიანთა ქორწინება, ავღანეთში დაღუპულების საკითხი, შევთანხმდით, რომ დასკვნის პროექტიდან ამოიღებენ,”- ამბობს გურჩიანი.


მომავალ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტმა არასამთავრობოებს შეცვლილი პროექტი უნდა წარუდგინოს, ვერ დაესწრება ეკა ბესელია. მას გედევან ფოფხაძე შეცვლის.    


შეხვედრას ესწრებოდნენ იურისტი თამარ გურჩიანი, ჟურნალისტი ნინო დანელია, “იდენტობის” დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, ხოლო მეორე მხრიდან, პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის წარმომადგნელებიდან ჩიორა თაქთაქიშვილი და ეკა ბესელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი