ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოქალაქეების შენიშვნებს სავარაუდოდ გაითვალისწინებს

21 ივნისი, 2013 • 1151
ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოქალაქეების შენიშვნებს სავარაუდოდ გაითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, კომისია იმ ადამიაების შენიშვნებს გაითვალისიწნებენ, რომლებმაც გუშინ სასტუმრო რედისონთან აქცია მოაწყვეს და მანამდე 13 ათასამდე ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია პარლამენტში გაგზავნეს. განცხადება გედევან ფოფხაძემ იუსიტიიცს სახლში გააკეთა:

“დაძაბულობა აზრთა სხვადასხვაობის გამო არ არის. აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ასევე არის საკითხები, რაზეც ვთანხმდებით. შესაბამისად, ტექსტი გარკვეულ კორექტირებას განიცდის. საუბარია გარკვეული აქცენტების შეცვლაზე, აქცენტი ისედაც იყო გაკეთებული, რომ ძალადობა დაიგმოს, მაგრამ მაინც არის საუბარი აქცენტების შეცვლაზე.”

 

გედევან ფოფოხაძის თქმით, დოკუმენტის შემუშავებისას ისინი დროში შეზღუდული არ არიან და დოკუმენტი სავარაუდოდ ცვლილებას განიცდის. გედევან ფოფხაძეც ესწრება შეხვედრას, რომელიც პეტიციის ხელმომწერებსა და პარლამენტარებს შორის დღეს იუსტიციის სახლში ამ წუთასაც მიმდინარეობს.

 

საპროტესტო აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ “რადისონ ბლუ ივერიასთან” გუშინ, 20 ივნისს გაიმართა, სადაც აღნიშნული კომიტეტი 6 თვის ანგარიშს წარმოადგენდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კომიტეტის მიერ 17 მაისთან დაკავშირებული დასკვნის პროექტს და ასევე, პარლამენტისთვის გაგზავნილი პეტიციების ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს. 

 

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე გამოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუთანხმდა, რომ დღეს მათთან შეხვედრას გამართავდა და სადავო საკითხებს განიხილადნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი