ტექნოლოგიები

გიგანტური სმარტფონი სამსუნგისგან

15 აპრილი, 2013 • • 1175
გიგანტური სმარტფონი სამსუნგისგან

 Samsung Galaxy Mega 6.3-ის მთავარი ღირსება მისი 6.3–დიუმიანი HD ეკრანია. ჯერჯერობით მსგავსი ზომის სმარტფონი გამოშვებული არ არის,

Samsung Galaxy Mega 6.3
Samsung Galaxy Mega 6.3

შესაბამისად, კონკურენტებს შორის მას ყველაზე დიდი ზომა აქვს და მცირედით ჩამორჩება ზოგიერ პლანშეტს. მაგალითად, iPad mini–ის ეკრანის ზომა 7.9 დიუმია, თუმცა მომხარებლებში ასევე პოპულარულია 7–დიუმიანი ტაბლეტებიც.

 

ჯერჯერობით სამსუნგს არ დაუსახელებია ფასი, თუ რა ეღირება  Samsung Galaxy Mega 6.3, თუმცა სპეციალისტები წინამორბედი სმარტფონების ფასების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 900 ევროს ფარგლებში იქნება(სამსუნგის ერთ–ერთი უახლოესი სმარტფონი Samsung Galaxy note II 600 ევრომდე ღირს).

 

Samsung Galaxy Mega 6.3 აღჭურვილი იქნება  1.7GHz dual-core პროცესორით და ინტეგრირებული, 1.5 გბ RAM–ით. მას ექნება ორი კამერა. წინა კამერა იქნება 1.9 მეგაპიქსელი, ხოლო უკანა – 8 მეგაპიქსელი. აღნიშნულ სმარტფონებს ასევე ექნება 8გბ და 16გბ შიდა მეხსიერება, თუმცა შესაძლებელი იქნება მეხსიერების გაზრდა SD ბარათებით.

 

Samsung Galaxy Mega 6.3 პროგრამულად უზრუნველყოფილი იქნება Android 4.2 “Jelly Bean–ით”. წინამორბედებისგან განსხვავებით, მას არ ექნება სპეციალური კალამი და ეკრანზე ნავიგაცია შესაძლებელი იქნება თითის შეხებით. როგორც მწარმოებელი აცხადებს, აღნიშნულ სმარტფონს აქვს როგორც ტელეფონის, ისე ტაბლეტის ფუნქციები და, შესაბამისად, ორივე მოწყობილობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს პასუხობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი