ახალი ამბები

ადვოკატები სამეგრელოს სამალავების საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ

21 ივნისი, 2013 • 1025
ადვოკატები სამეგრელოს სამალავების საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ

ადვოკატი ალიკა დადიანი, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ორი მოქმედი თანამშრომლის – გ. შ.-სა და მ. ხ-ს ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ სასამართლოში მათი გირაოს ნაცვლად გათავისუფლების მოთხოვნით იშუამდგომლებს.

 

ანალოგიური პოზიცია აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილ თანამშრომლის, გ. ბ-ს ადვოკატ ხვიჩა ხეცურიანს.

 

ამ ეტაპზე უცნობია სხვა დაკავებულების ადვოკატების პოზიცია.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ სამეგრელოს სამალავების საქმეზე 9 პირი დააკავა, ხოლო სამის მიმართ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

 

დაკავებულებს შორის არიან შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კიდევ ერთი მოქმედი თანამშრომელი გ. ჭ. და ყოფილი თანამშრომელი პ. ქ. ისინი დაკავებული არიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით.

 

აღნიშნული პირების გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კ. თ, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რ. შ, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ლ. ქ, ი. ა და თ. უ.

 

შსს-ს ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი