“ფარული ჩანაწერები ნამდვილად საზოგადოების დისკუსიის და განხილვის თემაა. დიდი დრო ეთმობა ამ საკითხს ქართულ საზოგადოებაში. ვიცით, რომ ჩართულნი არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რამდენადაც ვიცი, საქართველოს მთავრობას ამ მხრივ ძალზე პრინციპული და მტკიცე პოზიცია აქვს, რომ განადგურდეს. თუმცა, შესაძლოა, მათი გარკვეული რაოდენობა გამოყენებული იყოს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მტკიცებულება. ამ საკითხში ჩვენ ვეთანხმებით”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
დღეს შსს-ში ფარული მასალების განადგურების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა დაინიშნა. ჯერ უცნობია, რა საკითხები განიხილება დღევანდელ სხდომაზე. წინა სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები, რომლებიც 52 დისკზეა ჩაწერილი, უნდა განადგურდეს კვირას, 23 ივნისს. თუმცა კომისიის შიგნით არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მასალების ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, როგორც მტკიცებულება.