ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს

21 ივნისი, 2013 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში ეს უკმაყოფილება ღიად გამოხატა “ნეტგაზეთის” რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც ჟურნალისტის პროფესიონალიზმი. 

ამავე დროს, ნინო გიორგობიანმა საკუთარი პრეტენზიები ქარტიის განცხადებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან სატელეფონო საუბარშიც გამოხატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დაინტერესდა ისეთი ინფორმაციით, რომელიც მის კომპეტენციას სცილდება და ქარტიის, როგორც ორგანიზაციის შიდა საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეტი სიფრთხილე და ზომიერება გამოიჩინონ როგორც მედიასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი