ახალი ამბები

უსუფაშვილმა BBC-ს კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა

21 ივნისი, 2013 • 938
უსუფაშვილმა BBC-ს კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა

BBC-ს ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებითაც დაუსვა.

 

უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილის დაკავებაზე საუბარი არ ყოფილა:

 

“უამრავი ფაქტი, რომელიც დამალული იყო, საჯარო გახდა. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანა უკეთესი ცხოვრებისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ წავიყვანოთ, ჩვენ დაინტერესებული ვართ სოციალური პრობლემების მოგვარებაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა. ჩვენ არ ვართ პროკურორები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, რომელსაც ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა აქვს. უსუფაშვილმა BBC-ს ჟურნალისტსაც მოუწოდა, თავად ჩამოვიდეს და შეისწავლოს საქართველოში არსებული მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი