ახალი ამბები

განათლების სამინისტროს განმარტებები ექსტერნის გამოცდებზე

20 ივნისი, 2013 • 872
განათლების სამინისტროს განმარტებები ექსტერნის გამოცდებზე

ამასთანავე, ექსტერნად რეგისტრირდება ის პირი, ვისაც გაცდენების გამო უწევს საგნის ან კლასის დაძლევა ექსტერნატის ფორმით.


სამინისტროს განმარტებით, ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება და, შესაბამისად, მინისტრის თანხმობას არ საჭიროებს პირი, რომელიც დაბადებულია 1996 წელს, დაძლეული აქვს მე-11 კლასი და სურს მე-12 კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება.

 

1996 წელს დაბადებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის რესურსცენტრს და მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მე-12 კლასის  სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე.

 

ასევე, 1996 წელს დაბადებული პირი ექტერნატის ფორმით მე-12 კლასის დაძლევის შემთხვევაში ვერ მიიღებს ატესტატს მანამ, სანამ არ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის დანიშნული.

 

ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი