ახალი ამბები

კალაძე: პრემია არის წახალისება, რასაც მე მივესალმები, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი

30 ოქტომბერი, 2017 • 2756
კალაძე: პრემია არის წახალისება, რასაც მე მივესალმები, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი

კახა კალაძეს მიაჩნია, რომ პრემია არის თანამშრომლის წახალისება. მისი თქმით,  საჭიროა, ამა თუ იმ სტრუქტურაში დასაქმებულები წარმატებული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების გამო წაახალისონ, თუმცა, თბილისის ახალარჩეული მერის თქმით, ყველაფერს აქვს ზღვარი:

“პრემია ზოგადად არის წახალისება, რასაც მე მივესალმები. ამის აუცილებლობა არსებობს იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც შენს სტრუქტურაში მუშაობს,  განხორციელებული პროექტის ან წარმატებული საქმიანობის შედეგად უნდა გქონდეს შესაძლებლობა წაახალისო. ეს სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და, შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული” – უთხრა თბილისის ახალარჩეულმა მერმა ჟურნალისტებს.

დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კანონში “საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ” ცვლილებების კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტით, რეგულირდება საჯარო მოხელეთა ანაზღაურების სისტემა. ინიცირებული კანონპროექტით, საჯარო მოხელეები მიიღებენ სახელფასო დანამატს, საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი