ახალი ამბები

დარახველიძე: რეპატრიანტი მესხებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

20 ივნისი, 2013 • • 1031
დარახველიძე: რეპატრიანტი მესხებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეპატრირებულმა მესხებმა საკონსულოებს უნდა მიმართონ, სადაც მათ დახვდებათ გამზადებული მონაცემები და დოკუმენტების შევსებაშიც დაეხმარებიან. მისივე თქმით, აქამდე პრობლემას წარმოადგენდა ის საკითხი, რომ ეს ადამიანები ქართულ და ინგლისურ ენებზე განცხადებების უშეცდომოდ შევსებას ვერ ახერხებდნენ.


“ეს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც მიმდინარეობს ნორმალურად, კიდევ უფრო გააუმჯობესებს”, – განცხადა მან.



მინისტრის ინფორმაციით, რეპატრიანტის სტატუსი 1053–მა მაჰმადიანმა მესხმა მიიღო, რომელთაგან საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არც ერთს მინიჭებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი