ახალი ამბები

ხადური: საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობამ მოიწონა

20 ივნისი, 2013 • • 1058
ხადური: საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობამ მოიწონა

“პროექტი რამდენიმე მნიშნვნელოვან საკითხს ეხება, პირველ ყოვლისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემოსავალს. აქამდე 3000 ლარი იყო საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული, ამიერიდან ეს იქნება 6000 ლარი, ანუ გაორმაგდება დაუბეგრავი ზღვარი”.


შემდეგი თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სოფლის მეურნეობის წახალისებისათვის. თუ აქამდე სოფლის მეურნოების პროდუქციის პირველადი მიწოდება გათავისუფლებული იყო დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, ახლა მათ ექნებათ ჩათვლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ანუ რეალურად, აქამდე ადგილობრივი წარმოება საგადასახადო თვალსაზრისით უფრო ცუდ დღეში იყო, ვიდრე იმპორტირებული პროდუქცია და ჩვენ მინიმუმ გავათანაბრეთ საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით.


კიდევ ერთ თემა შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციებს და შემოწირულობის ცნებას. თუ აქამდე შემოწირულობა იყო მხოლოდ ფულადი სახით, ახლა იქნება როგორც ფულადი, ისე საქონელი და ამავე დროს მნიშნელოვანია, რომ შემოწირულობა შეიძლება იყოს მიწაც”, – განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მისივე თქმით, 1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ოდენობა იზრდება: ფილტრიან სიგარეტზე -15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 5 თეთრით. დღეისათვის ფილტრიანი სიგარეტზე აქციზი 60 თეთრითაა [1 სექტემბრიდან 75 თეთრი გახდება] განსაზღვრული, ხოლო უფილტრო სიგარეტზე- 15 თეთრით [20 თეთრი გახდება 1 სექტემბრის შემდეგ].

მასალების გადაბეჭდვის წესი