ახალი ამბები

იუსტიციის სახლებში სასკოლო ატესტატების გაცემა დაიწყო

20 ივნისი, 2013 •
იუსტიციის სახლებში სასკოლო ატესტატების გაცემა დაიწყო

სკოლადამთავრებულებს ატესტატების მიღება თორმეტივე იუსტიციის სახლში და სერვისების განვითრების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.

 

თბილისის იუსტიციის სახლი
თბილისის იუსტიციის სახლი

ატესტატების გაცემას იუსტიციის სახლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთნ არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე წელია ახორციელებს. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ატესტატების რაოდენობა 52 400 შეადგენს. გასულ, 2012 წელს კი, პირველადი ატესტატი 39 600 სკოლადამთავრებულზე გაიცა.

 

“31 დეკემბრამდე ატეტსტატი აბიტურიენტების იმ ნაწილისთვის, რომელმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრა, სრულიად უფასოა და განაცხადის გაკეთების შემთხვევაში სტანდარტულ 10 დღის ვადაში მათ ეს დოკუმენტი სრულიად უსასყიდლოდ  გადაეცემათ,“ – აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირქტორი ნინო ჩიჩუა.

 

ჩიჩუას თქმით, იუტიციის სახლები დღეში 20 000-მდე ადამიანს ემსახურება, ატესტატების გაცემის პერიოდში კი ეს რიცხვი პროპორციულად მატულობს:

 

“დისკომფორტისა და რიგის თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაცია მივცეთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლს მომართონ ყოველ სამუშაო დღეს 16:00-დან 18:00 საათამდე.  რეკომენდაციის გათვალისწინება ატესტატების მსურველებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ რიგში დგომა. იუსტიციის სახლში პარალელურად 300-ზე მეტი სერვისის გაცემა ხორციელდება და პიკურ პერიოდებში ნაკადების მოძალებამ შესაძლოა რიგები წარმოშვას, რაც მომხმარებლის დისკომფორტს გამოიწვევს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი