ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ვიდეომუქარის ავტორები პროფესიონალები არიან

19 ივნისი, 2013 •
ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ვიდეომუქარის ავტორები პროფესიონალები არიან

 მინისტრის განცხადებით, IP მისამართის დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავის დაკავება ადვილად მოხდება, რადგან შესაძლებელია IP მისამართების გადათამაშება კვალის აბნევის მიზნით.

“ერთ–ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ დადგენილია IP მისამართი, კი, ბატონო. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, თუ რამდენად რთული პროცესია. საქმე გვაქვს კიბერდანაშაულთან, რაც ერთ–ერთი უმთავრესი გამოწვევაა 21–ე საუკუნის. კიბერდანაშაულზე მსოფლიოს არაერთი წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც საუბრობენ. თქმა იმისა, რომ რადგან IP მისამართი დადგენილია, დამნაშავის დაკავება ძალიან ადვილია, არის პრიმიტიული და სასაცილო. გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, თუმცა გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, მათ კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ალიბი და გადაეფარათ რისკები. პირდაპირ გეტყვით, ერთ–ერთ ვერსიად ვამუშავებთ შემდეგ ვერსიას: არ არის გამორიცხული, ეს იყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შსს–ს ტექნიკურ–ოპერატიული საშუალებები და გამოძიების რესურსები. მას აქვს ნამუშევარი ძალიან ჭკვიანურად, კარგად აქვს გადაფარული რისკები, თუმცა ჩვენ აქტიურად გვეხმარება ამერიკის მხარე, ეფ–ბი–აი და მე მაქვს დიდი იმედი, რომ ამ საქმეს გავხსნით”, – განაცხადა მან კურიერის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი