ახალი ამბები

შსს გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალებს მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ანახებს

19 ივნისი, 2013 •
შსს გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალებს მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ანახებს

მსგავსი ჩვენება დიპლომატებისთვის უკვე გაიმართა დღეს, 19 ივნისს. შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ტელეკამერებისთვის დახურული იქნება. 

 

შსს–მ დღესვე განაცხადა, რომ ისინი კადრების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა, დიპლომატების, არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელების ჩათვლით, აღნიშნული ვიდმასალების ნახვის საშუალება ათეულობით ადამიანს მიეცა.

 

სამინისტროს მიერ 17 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იარაღის სამალავებში იარაღის გარდა ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი