ახალი ამბები

პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ მოითხოვს

19 ივნისი, 2013 • • 990
პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ მოითხოვს

ორივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს ხულიგნობას. დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

ნიკა მელია
ნიკა მელია

როგორც “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს, ისინი არ მოითხოვენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ნიკა მელიასა და ბექა მაზიაშვილისთვის. პროკურატურას ამის უფლებას კანონი ანიჭებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 12 მაისს თბილისში, რესტორან “ლა ტრუფეში” იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.  მათ კონფილქტი მოუვიდათ გვერდით მაგიდასთან მსხდომ მოქალაქეებთან:  მამუკა ბაკურიასთან, ბექა მაზიაშვილთან და მანანა გიორგობიანთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი