ახალი ამბები

სასამართლომ ახალიას ყოფილი მოადგილე დამნაშავედ სცნო

19 ივნისი, 2013 • • 1330
სასამართლომ ახალიას ყოფილი მოადგილე დამნაშავედ სცნო

“საქმის მასალების თანახმად, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, კომპანია ”ლუკოილ ჯორჯიას ” 54 000 ლიტრი ”პრემიუმ ევრო ” დიზელის საწვავის ტალონები გაფლანგა.

 

“ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით შპს ”ლუკოილ ჯორჯიას ” წერილობითი დოკუმენტაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი გაამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა  საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით  და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით. მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ნიკოლზ ძიმცეიშვილი წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის, ბოლოს, 2013 წელს კი ის შს მინისტრ ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო. ნიკოლოზ ძიმციშვილი ასევე არის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის ქმარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი