ახალი ამბები

შსს: სამეგრელოს სამალავების საქმეზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა

19 ივნისი, 2013 • 973
შსს: სამეგრელოს სამალავების საქმეზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა

გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.


შსს-ს ცნობით, სამალავების საქმეზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, უკვე დაკავებული არიან: შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი: გ.შ, მ.ხ, გ.ჭ. და ყოფილი თანამშრომელი პ.ქ.

 

ასევე, დაკავებულია თ.უ, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას. 

 

გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით.


შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კ.თ, სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი ბ.ბ. და გ.ბ, ასევე, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რ.შ. და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ლ.ქ. 

 

შსს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი