ახალი ამბები

ჯანდაცვის 2014 წლის პრიორიტეტი სიღარიბის შემცირება იქნება

19 ივნისი, 2013 • 898
ჯანდაცვის 2014 წლის პრიორიტეტი სიღარიბის შემცირება იქნება

ლომიძის განმარტებით, მომდევნო წლებშიც ჯანდაცვის ბიუჯეტი სიღარიბის შემცირებაზე, საპენსიო რეფორმაზე და შშმპ, ვეტერან და მარჩენალდაკარგულთა დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. 


შეხვედრა, რომელზეც 2014 წლის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება. 


შეხვედრის მიზანი სოციალური დაცვის სფეროში სამინისტროს 2014 წლის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების გაცნობა, დაგეგმილი პროგრამების, მათი მიღწევის გზების, ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღებაა. 


როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, ერთდღიანი განხილვა ასეთი ფორმატით ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი