ახალი ამბები

შსს: არანაირი კადრების გასაჯაროება არ იგეგმება

19 ივნისი, 2013 • • 976
შსს: არანაირი კადრების გასაჯაროება არ იგეგმება

დღეს, 19 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია შეხვედრა დიპლომატებთან, სადაც მინისტრი მათ გააცნობს სამალავში აღმოჩენილ ვიდეოფირებს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

 

სამინისტროს მიერ 17 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იარაღის სამალავებში იარაღის გარდა ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.

 

გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში უმრავლესობის წევრებმა თინა ხიდაშელმა და ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 19 ივნისს დიპლომატებს “შემზარავ ვიდეომასალას” გააცნობს.

 

“მე ადამიანს, რომელსაც მეგონა, მეტნაკლებად მქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა საპატიმროებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, რომ შემეძლო მეცხოვრა ქვეყანაში, სადაც ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. ვინ არის ამაში დამნაშავე, ვინ აკეთებდა ამას, ვინ იღებდა, რისთვის იღებდა, მე ეს არ ვიცი. ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება საზოგადოებას,”- განაცხადა ხიდაშელმა გადაცემა “რუსთავი 2″–ის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი