ახალი ამბები

უმრავლესობის წევრები შემზარავი მასალების გასაჯაროებას აანონსებენ

19 ივნისი, 2013 • 1219
უმრავლესობის წევრები შემზარავი მასალების გასაჯაროებას აანონსებენ

“მე ადამიანს, რომელსაც მეგონა, მეტნაკლებად მქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა საპატიმროებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ვერასოდეს ვერ წარმომედგინა, რომ შემეძლო მეცხოვრა ქვეყანაში, სადაც ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. ვინ არის ამაში დამნაშავე, ვინ აკეთებდა ამას, ვინ იღებდა, რისთვის იღებდა, მე ეს არ ვიცი. ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება საზოგადოებას,”- განაცხადა ხიდაშელმა გადაცემა “პოზიციაში.”

 

აღნიშნულ მასალებზე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს შექმნილ სამალავებში ინახებოდა, გადაცემაში საუბრისგან თავი შეიკავა უმრავლესობის სხვა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემაც. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის გაჟღერება შს მინისტრის ექსკლუზიური უფლება იქნება დღეს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი