ახალი ამბები

შსს–მ კანონიერი ქურდობის ბრალდებით ტარიელ ფოცხვერია დააკავა

18 ივნისი, 2013 •
შსს–მ კანონიერი ქურდობის ბრალდებით ტარიელ ფოცხვერია დააკავა

ტარიელ ფოცხვერია
ტარიელ ფოცხვერია

“გამოძიებამ დაადგინა, რომ  ტარიელ ფოცხვერია არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც  მკურნალობის კურსს ბადრაგების ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად “ტარასა” ამნისტიის შედეგად მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გათავისუფლდა. ის ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელს 2006 წლიდან იხდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი