ახალი ამბები

აწსუს პრორექტორისთვის პრობლემური არაა პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა

17 ივნისი, 2013 •
აწსუს პრორექტორისთვის პრობლემური არაა პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა

კირთაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ–მინისტრმა დანიშნოს:

 

“რექტორის მოვალეობის შემსრულებელს რომ დანიშნავს პრემიერ–მინისტრი, ამასთან დაკავშირებით, თუკი ამხელა ნდობა მიანიჭა ხალხმა პრემიერ–მინისტრს, რატომ არ უნდა მივანიჭოთ იმის ნდობა, რომ ქვეყანასთან შედარებით მცირე მასის, დროებითი ხელმძღვანელი რომ დანიშნოს?”

 

მისივე თქმით, რექტორს აკადემიური ხარისხი რომ უნდა ჰქონდეს, აბსოლუტურად სწორია:

 

“იქ არის, მე როგორც ვიცი, რომ ასისტენტ–პროფესორი ლექციას არ უნდა ატარებდეს. ჩვენს უნივერსიტეტში ეს დიდი ხანია მუშაობს. ასისტენტ–პროფესორი ლექციაზე არ შედის, ლექციაზე შედის ასოცირებული და სრული პროფესორი.” 

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი