ახალი ამბები

თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომასალაზე შსს დამატებით ინფორმაციას არ იძლევა

17 ივნისი, 2013 •
თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომასალაზე შსს დამატებით ინფორმაციას არ იძლევა

როგორც ნეტგაზეთს შსს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას შსს ისევ ვერ გასცემს.

 

“მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ვიდეოს წარმოშობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან. ის ატვირთულია საქართველოდან. IP მისამართი უკვე იდენტიფიცირებულია, ადგილმდებარეობა დადგენილია, ამჟამად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან FBI და ისრაელის მხარე,”- განაცხადა შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.  

 

თუმცა, ამ განცხადების შემდეგ შსს აღნიშნულ საქმეზე დამატებით ცნობებს აღარ იძლევა.

 

თალიბანის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალა, ქართველი ჯარისკაცებისადმი და პრეზინდენტისადმი მუქარას შეიცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი