ახალი ამბები

შოთა ხიზანიშვილი თავისუფალია

25 ოქტომბერი, 2017 • 3517
შოთა ხიზანიშვილი თავისუფალია

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი თავისუფალია. მან სასჯელი მოიხადა და გათავისუფლდა.

ხიზანიშვილის უკანონო მოსმენების საქმეზე იყო მსჯავრდებული. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენებისა და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლის საქმეში.

ხიზანიშვილი 2016 წლის ივნისში დააკავეს. სასჯელი 1.4 თვით განისაზღვრა.

შოთა ხიზანიშვილის ვანო მერაბიშვილის დროს შსს-ში მუშაობდა, ხოლო შემდეგ იყო თბილისის მერის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი