ახალი ამბები

ანონსი, 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი, 2017 • 2103
ანონსი, 25 ოქტომბერი

გთავაზობთ ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


10:00 ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო კონფერენცია  „Hydrotech 2017 -ს გახსნის. მისამართი: სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“-ში (ჯ.ლეჟავას ქ. #22).

10:00  „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

10.00  საქართველოს სახალხო დამცველის  ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო უფლებები – გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე განხილული იქნება სამხედრო მოსამსახურეთა შეკრებისა და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები. ერთ-ერთი სესია დაეთმობა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების სხვადასხვა მოდელებს. მისამართი:  სასტუმრო თბილისი მარიოტში   

11:00 ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.  პრესკონფერენციაზე უფლებადამცველები ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებენ.  

11.00  გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის თემაზე ტყის მართვა –  ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება ტყის ხანძრების შემდეგ. შეხვედრას გახსნის ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  (შ.დადიანის 2/1)

12:00  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის  საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდება და დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს. მისამართი: კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი, ვარდების მოედანი, რუსთაველის N37

12.00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13.00 ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში გაიმართება პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა. ბორჯომი, სასტუმრო „რიქსოს“

15:00  სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავენ დისკუსიას თემაზე – რეფორმის პერსპექტივები უსაფრთხოების სექტორში.

14:00  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: 2017 წლის თვითმართველობის არჩევნები ადგილი: ქ.თბილისი, სობჩაკის 3  

17.30  “კომუნიზმი ასი წლის გადასახედიდან” – გამოფენას ეროვნულ მუზეუმში გამოფენას გახსნიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი დოქტორი თომას შრაპელი და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი,  დოქტორი დავით ლორთქიფანიძე გახსნიან.

19.00 საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,  ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ – ნაპოკას“ უმასპინძლებს.    

 

მასალების გადაბეჭდვის წესი