ახალი ამბები

ვაჰაგან ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მილიონს ითხოვს

17 ივნისი, 2013 •
ვაჰაგან ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მილიონს ითხოვს

როგორც ვაჰაგან ჩახალიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მან 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტარ გოგა ხაჩიძისა და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძისგან მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდების უარყოფას, საჯაროდ ბოდიშის მოხდას და მორალურ კომპენსაციას ითხოვს.

 

“ისინი მე მიწოდებდნენ სეპარატისტს, ქვეყნის ნომერ პირველ მოღალატეს, რაც არ არის სიმართლე და ისინი პასუხს აგებენ ამ ბრალდებებისთვის”,  – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვაჰაგან ჩახალიანმა.

 

 

ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ყოფილმა ხელისუფლებამ და

ვაჰაგან ჩახალიანი
ვაჰაგან ჩახალიანი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გააკრიტიკეს მოქმედი ხელისუფლება ჩახალიანის გათავისუფლების გამო, რადგან, მათი თქმით, ჩახალიანი სამცხე–ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივებას უწყობდა ხელს.

 

ვაჰაგან ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. ვაჰაგან, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

 

 

რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგან ჩახალიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯავახეთში მასობრივ არეულობებში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი